ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, „სინოფარმის“ ვაქცინით პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. ვაქცინაცია შესაძლებელია ბათუმში მოძრავ ამცრელ პუნქტებშიც. ავტობუსში ყველა წესი და პროტოკოლია დაცული, რომელიც ასაცრელადაა საჭირო. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჯერ არცერთ ამცრელ პუნქტში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
ინასარიძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ და ხოფის ბაზრობის შესასვლელში ამცრელი პუნქტები დილის 10 საათიდან 5 საათამდე მუშაობს. აჭარაში ჯამში ერთი დოზით 28.8% აცრილი, ორჯერადად კი მხოლოდ 16, 1%. რაც შეეხება პედაგოგებისა და მასწავლებლების იმუნიზაციის პროცესს ამ დროისთვის საგანმანათლებლო სექტორში 50%-ზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული.