‘’შენი იდეა ბათუმს” - პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება პირველ სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. იდეების კატეგორიებს დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია, რაც კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართულ ღონისძიებებს გულისხმობს.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
იდეების რეგისტრაცია მხოლოდ პირადობის მოწმობითა და მოქმედი ტელეფონის ნომრით, შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე idea.batumi.ge მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები.