თალიბებმა ავღანეთში ჰაერში სროლა აკრძალეს. აღნიშნული აკრძალვა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უწესრიგო სროლის შედეგად გარდაიცვალა და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. სროლა მას შემდეგ განხორციელდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია პროვინცია პანჯშერის აღების შესახებ. სამხედროებს ნაბრძანები აქვთ დააკავონ და განაიარაღონ ის ადამიანები, რომლებიც ჰაერში სროლას განახორციელებენ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, “წინააღმდეგობის მოძრაობამ” მძიმე ბრძოლების შედეგად“თალიბანის” მიერ ფანჯშირის ხეობაზე დაწყებული შეტევის არამარტო მოგერიება შეძლო, არამედ ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიები გაწმინდა. ამასთან, საუბარია ორივე მხრიდან ასობით გარდაცვლილ და დაჭრილ მებრძოლზე რისი დამადასტურებელი კადრებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.