ქედის მთები: ტბათი, კოსლი თავი და გომას მთა ელექტროენერგიით მომარაგდება.
ელექტრო ქსელის მშენებლობის პროექტისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლისთვისაც ჯამში 30 ათასი ლარი დაიხარჯება. ქედის მერის თქმით, სამუშაოები მომავალ წელს განხორციელდება და გეგმის მიხედვით, ელექტრო ენერგიით იალაღებზე დროებით მცხოვრები 100-მდე ოჯახი ისარგებლებს.