ქაბულის აეროპორტში ფრენები განახლდა

05 სექტემბერი 2021, 12:10 943 ნახვა

ქაბულის აეროპორტში ფრენები განახლდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ავიახაზმა ქაბულის აეროპორტიდან ჰერათის   და ყანდაარის მიმართულებით ფრენები განაახლა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების განახლების საშუალებას მისცემს. ამის პარალელურად, ბრძოლები გრძელდება თალიბანსა და  ავღანეთის  პროვინციაში გამაგრებულ „წინააღმდეგობის ძალებს“ შორის.

თალიბანის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, ბოლო საბრძოლო მოქმედებების შედეგად ‘’წინააღმდეგობის ძალებმა’’ თალიბანის ასობით მებრძოლის განადგურება შეძლო.

ამის ფონზე, საპროტესტო აქციები იმართება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სადაც   „თალიბებმა“ ქალების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტი ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „თალიბანის“ ძალებმა მომიტინგეებს პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობის უფლება არ მისცეს. ავღანეთის დედაქალაქში ქალები, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი