საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი

05 სექტემბერი 2021, 12:35 1177 ნახვა

აჭარაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში  157 889 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის მოზრდილი მოსახლეობის 37.3 % ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო  ორი დოზით - 20.9%.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით გრძელდება აჭარაში  პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების იმუნიზაციის პროცესიც.  ამ ეტაპზე საგანმანათლებლო სექტორში 50%-ზე მეტი ორჯერადად აცრილია. რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებში ვაქცინაციის პროცესს. გამსვლელი ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე 460-ზე მეტი დოზა ვაქცინა იქნა ადმინისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი