საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.