საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოსთან მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ბათუმში გაიმართა.
საწყის წუთებში ტრამვის გამო კიტეიშვილის ნაცვლად ჯიღაური გამოვიდა. მე-18 წუთზე მეტოქის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ხოჭოლავას მოხვდა და ავტოგოლი გავიდა.
მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ჰქონდა რამდენიმე შანსი. საქართველოს ნაკრებმა კი შეხვედრა რეალური ეპიზოდის გარეშე ჩაამთავრა.
4 თამაშის შემდეგ სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 2 ქულის ჯგუფში ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას საქართველო 5 სექტემბერს გასვლაზე ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.