საპარლამენტო ფრაქციებმა - ,,ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი შეიმუშავეს. ინიციატორების განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას და იგი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.