მთავრობა აგრო და ეკო-ტურიზმის სესხებს დაასუბსიდირებს

01 სექტემბერი 2021, 14:34 1416 ნახვა

დღეს, პირველ სექტემბერს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ოთხი ახალი კომპონენტი ამოქმედდა. ერთ-ერთი მათგანი აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება უკავშირდება და სესხების სუბსიდირებას გულისხმობს. 

თანადაფინანსების ისარგებლებენ ეკო-ტურიზმისა და აგრო ტურიზმის ობიექტები, მათ შორის ფერმერული მეურნეობები, რესტორნები და 10 ნომრამდე მოცულობის სასტუმროები. ასევე საოჯახო ტიპის ეთნო-გასტრონომიული კვების ობიექტი და ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნოები.

აწარმოე საქართველოს ინფორმაციით, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. მათივე ცნობით, სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად. 

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება პროექტის ბიუჯეტი და შესაბამისად, რამდენ ბიზნესს შეეძლება მისი გამოყენება.

''აგრო-ტურისტული ობიექტებად განისაზღვრა ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლითანგან მინიმუმ ერთ მომსახურებას: კვებითი მომსახურება; განთავსება; საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები. ხოლო ეკო-ტურისტული ობიექტებად განისაზღვრა ტურისტული ობიექტი, რომელიც გარემოზე ზეგავლენის მინიმალიზაციით და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებით სტუმარს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიც არის: რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე); საოჯახო ტიპის ეთნო-გასტრონომიული კვების ობიექტი, სადეგუსტაციო და დამხმარე ინფრასტრუქტურით; ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნო; რამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალების გაქირავების სერვისი.

მოცემული პროგრამის ბენეფიციარებს ტურიზმის ეროვნული სააგენტო გაუწევს მარკეტინგულს მხარდაჭერას, კერძოდ მათ ეძლევათ საშუალება გაიარონ ადგილობრივი და საერთაშორისო ინფო-ტური; მიიღონ ხელშეწყობა პერსონალის გადამზადებაში; დაუფინანსდეთ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა.

პროგრამა მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამაში მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები (და ასევე აგრო/ეკო ტურიზმის მიმართულებაც) რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000₾.

ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით'' - წერია “აწარმოე საქართველოშის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი