საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

01 სექტემბერი 2021, 10:53 759 ნახვა

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი გამოწვევა ელის - მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჩვენს ნაკრებს 2 ეტაპის დაძლევა სჭირდება. 

პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფები დღეს შვეიცარიაში გამართული წილისყრის შედეგად შეირჩა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 8 ჯგუფიდან ბოლოსწინა – G ჯგუფში  ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მთავარი მიზანი პირველ რიგში ჯგუფური ეტაპის დაძლევა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში