„გაუსაძლისი ხმაური და მტვერი“ - პრობლემის გასაპროტესტებლად სამრეწველო ზონაში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში შანიძის ქუჩა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამშენებლო მასალების საწარმოები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ, მძიმე სამუშაოების გამო კი საცხოვრებლების კედლები დაზიანდა, დასახლებაში არ არის ასფალტი, რის გამოც მტვერია. შანიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიას დამცავი ფილტრის გაკეთებაც მოითხოვეს და უარი მიიღეს.
ადგილზე მოგვიანებით პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეებმა გზა გახსნეს და ბათუმის მერიისგან 10 დღიან ვადაში მათი პრობლემის მოსაგვარებლად პასუხს ელოდებიან.