ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას მის მიწოდებაზე პრობლემა არ შექმნია - თამარ გაბუნია

31 აგვისტო 2021, 13:38 757 ნახვა

ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდებაზე პრობლემა არ შექმნია.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყება მაღალი დატვირთვით მუშაობს, ჯერჯერობით კლინიკებს ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა არ შექმნიათ.

ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით კლინიკებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში