პენიტენციურ სისტემაში 96 პატიმარია კოვიდინფიცირებული

31 აგვისტო 2021, 13:37 807 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით პენიტენციურ სისტემაში 96 პატიმარია კოვიდინფიცირებული, რაც მსჯავრდებულების 1%-ს შეადგენს. 

56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა ''ვივამედში'', ხოლო 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში. 

''აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან. გამოვლენილი იქნა საკარანტინე სივრცეებში და ბუნებრივია შემდგომი გავრცელება აღვკვეთეთ. პატიმრების ინფიცირება არის მხოლოდ ერთი პროცენტი და პატიმრების 70% უკვე ვაქცინირებულია. რაც შეეხება თანამშრომლებს, აცრილია 80%, რაც ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.

მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია, ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი'' - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში