საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
განათლების მინისტრის განცხადებით, ბაღები არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე და შემდეგ საბჭო საკითხის განხილვას კვლავ დაუბრუნდება. სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ.
''4 ოქტომბრის შემდეგ იქნება დიფერენცირებული მიდგომა, იმ ქალაქში ან სოფელში სადაც იქნება 4 %-ზე ქვემოთ ინფიცირების მაჩვენებელი იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში. ხოლო იქ სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში. ბავშვების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და ამის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საფუძველზე საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია დისტანციურ ფორმატში იყოს, ამის საშუალება ბავშვებს და მშობლებს 4 ოქტომბრის შემდეგაც მიეცემათ.