როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო ასეთი მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებაზე - პრემიერი სააკაშვილზე 

31 აგვისტო 2021, 10:34 1065 ნახვა

რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გუშინ გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ექსპრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა შეუწყვიტოს საქართველოს ფინანსური დახმარება.

„როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო ასეთი მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობა მუშაობდა აქტიურად, ეს იყო 2014 წელი, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა უვიზო რეჟიმის მიღებაზე მოქალაქეებისთის. 

ამ შემთხვევაში საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილებაზე, ეს ხომ არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებისთვის უვიზო გადაადგილება, ჩვენ ვმუშაობდით ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მიღწევაზე. მოგვიანებით მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მაშინ, მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მიმდინარეობდა, რომ როგორმე არ მიეღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უვიზო რეჟიმი.

რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე. ეს ადამიანები,  საკუთარ მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში