ახალი საცხოვრებელი ბინა 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა 

31 აგვისტო 2021, 10:16 864 ნახვა

თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქში ახალი საცხოვრებელი ბინა 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. ბინების გადანაწილება კენჭისყრის საფუძველზე ხდება. 

საქართველოს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვიანებით მობინადრეებთან ერთად საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება კორპუსის ეზოების კეთილმოწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. 

''ეს ვალდებულება სახელმწიფომ აიღო 2007 წელს, თუმცა შესრულება დაიწყო გვიან, მაშინ როცა ''ქართული ოცნება'' მოვიდა სათავეში. ბოლო პერიოდშიც იყო გარკვეული შეფერხება, შემდეგ პანდემია დაემთხვა, მაგრამ სამუშაოები არ შეგვიჩერებია. ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

იმ პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, ვინც იმსახურა და კონტრაქტი დაასრულა, თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს აიღო. აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად საკუთრებაში 1 562 ოჯახს გადაეცა ბინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი