კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

30 აგვისტო 2021, 17:30 1778 ნახვა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა.

სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მოზარდიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა.

''6 წლის ბავშვი ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ცერემბრალური დამბლა, ეპილეფსიური  სინდრომი განვითარდა და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.  

ამ ეტაპზე კლინიკაში 90 ინიცირებული მკურნალობს. 25 ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება. სამი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მათ შორის ერთი ბათუმიდან გადმოყვანილი 21 დღის ჩვილია'' - განაცხადა მაია ჩხაიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი