რეგიონში სტაბილური კოვიდვითარებიდან გამომდინარე, როგორც ეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღის წესრიგში არ დგას საველე ჰოსპიტლის საჭიროება.
საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე გახსნილია თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც ამ დროისთვის 92 პაციენტი მკურნალობს.
სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, მიმართვიანობა მაღალია, დღე- ღამის განმავლობაში ჯანმრთელობის დამძიმების გამო 3 პაციენტი გადაიყვანეს საველე ჰოსპიტალიდან კლინიკაში, 4 კი ბინაზე გაწერეს.