საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ორსულებს და ექიმებს თხოვნით მიმართავს არ გადაავადონ აცრა და დროულად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
''ორსულების ვაქცინაციის საკითხი არის ერთ-ერთი რაზეც საბჭო მსჯელობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია იყოს აქტიური. ტრენინგები დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება აცრის შესახებ. საუბარია ''ფაიზერის'' ვაქცინაზე'' - განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდით 13-მდე ორსული ქალი გარდაიცვალა.