ბათუმში, ჭავჭავაძის და ასათიანის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი ავტომობილი ამობრუნდა.
ავარიის დროს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.