რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

28 აგვისტო 2021, 18:02 708 ნახვა

კვლავ მზარდია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო დღე ღამეში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 აჭარაში. საქართველოში  ინფიცირებულთა რიცხვი 4 247-ით გაიზარდა, აჭარაში კი  456-ით გაიზარდა.

რეგიონში სხვადასხვა კლინიკაში  7 694 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას- კოვიდ 19-ი ბოლო დღე ღამეში  504-მა ადამიანმა დაამარცხა, ქვეყნის მასშტაბით კი 3 053 პაციენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში