საქართველო მსოფლიო კოვიდრუკაზე

28 აგვისტო 2021, 18:10 1607 ნახვა

ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო კოვიდ რუკაზე ისევ წინა პოზიციაზეა. ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი ქვეყნისთვის მოინიშნა წითლად და საფრანგეთში შესვლა მხოლოდ გარკვეული წესებისა და დოკუმენატაციის წარდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი. რაც შეეხება მსოფლიო კოვიდ სტატისტიკას. - კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 216 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვორლდომეტერსი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად,  კოვიდ 19-ს  დღემდე  4  მილიონ 500 ათასზე  მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 193 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამ ეტაპზე  18 მილიონ 500 ათასი ადამიანია ინფიცირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში