ბათუმში, კორონავიდუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ისინი ვირუსის გართულებებით კლინიკა "ბაუში" 30 ივლისს შეიყვანეს.
ორივე მათგანს ფილტვების მაღალი დაზიანება ჰქონდა, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გუშინ დედა, დღეს კი შვილი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ისევ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავ მაღალი. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.