საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ცვლილებაა. ტრამვირებული ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად ნაკრებში გიორგი წიტაიშვილი გამოიძახეს.
"რუბინისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია კი განცხადებას აკეთებს.
ფეხბურთელის ნაკრებში არ ჩამოსვლაზე გულშემატკივრების ნაწილი გააღიზიანა. ფეხბურთელმა განმარტა, რომ ტრამვა აქვს და ნაკრებში თამაში მისთვის ყველზე მნიშვნელოვანია.
"ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე, რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად ახლა მე ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის მადლობა მე ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის"- წერს კვარაცხელიამ სოციალური ქსელში.
სექტემბერში საქართველოს ნაკრები 3 შეხვედრას გამართავს. 2 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში კოსოვოს უმასპინძლებს. 5-ში ასევე მსოფლიოს საკვალიფიკაციო შეხვედრაში ესპანეთს ესტუმრებიან. 8-ში კი ამხანაგურ შეხვედრაში გასვლაზე ბულგარეთს ესტუმრებიან.