დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება იგეგმება, რათა გარკვეული ფულადი ჯილდოებით წახალისდნენ.
'' წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც.
რა თქმა უნდა ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში, პირველში ან ორში გაკეთდება ამაზე განცხადება და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.