თვითმმართველობის არჩევნებს 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება

26 აგვისტო 2021, 18:03 777 ნახვა

ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ ჯონსონის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურას 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, დამკვირვებელთა ეს რაოდენობა აბსოლუტურად საკმარისია ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების შესასრულებლად. ამასთანავე, ალბერთ ჯონსონის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია შედგება ძირითადი გუნდისგან, რომელიც 12 საერთაშორისო ექსპერტს აერთიანებს. ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში და დროებითი ოფისი საქართველოში მომდევნო 7 კვირის განმავლობაში იქნება, 2 სექტემბერს კი ქვეყანაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში