ბათუმში სიმაღლიდან ბავშვი გადმოვარდა - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

26 აგვისტო 2021, 17:52 9678 ნახვა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მშობელი ვერ აკონკრეტებს საიდან გადმოვარდა ბავშვი. 

''ანამენზიდან ირკვევა, რომ იყო სიმაღლიდან ვარდნა. სახეზე იყო ტრავმული შოკი. პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით'' - აცხადებს  კლინიკის ექიმი ხატია დოლიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი