პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

25 აგვისტო 2021, 14:06 1115 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს თავიდან იყო. 

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მცირე რაოდენობაა მძიმე შემთხვევებისა, რომელიც კლინიკაში რჩება, თუმცა პროპორციული მატება ბავშვთა ასაკში აღარ შეინიშნება.

„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში