რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარება რაც შესაძლებელია, რომ გაკონტროლდეს მაღალ რისკებს არ უკავშირდება - თამარ გაბუნია

25 აგვისტო 2021, 13:44 943 ნახვა

ჩვენ ვსაუბრობთ რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია, რომ გაკონტროლდეს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან რისკების გადაზღვევა შესაძლებელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი მკვებავი ინფექციის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში.

„წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ძალიან მაღალი ბუსტერი ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია. უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი მკვებავი ინფექციის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები არის რთული და რისკი გარკვეულწილად  ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია, რომ გაკონტროლდეს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა არჩევნებში მონაწილე პირებისთვის ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური.

გაბუნია ამბობს, რომ უსაფრთხო არჩევნებისთვის რეკომენდაციები შემუშავებული იყო გასულ წელსაც, რასაც კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია დაემატა.

"არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება. ერთი, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება, მეორე, ჩვენ ზედმიწევნით, ზუსტად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი