საბერძნეთის პოლიციამ სალონიკში ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც 55 წლის ქალის, ასევე ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მკვლელობა გუშინ მოხდა.
ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის სავარაუდოდ ნაცემია და შემდეგ ბასრი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული.