აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერს" სრული ავტორიზაცია მიანიჭა

23 აგვისტო 2021, 18:15 1948 ნახვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

"ფაიზერის" ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო. ამ დრომდე, ვაქცინას გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

"FDA-ს მიერ ფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ფაიზერმა" ადმინისტრაციას სრული ავტორიზაციის მოთხოვნის განაცხადით 7 მაისს მიმართა.

"ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 16 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი