პრემიერ-მინისტრი დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან.