24 საათზე მეტია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ.სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონი, არასრულწლოვანის პოვნას ცდილობენ მეხანრე-მაშველები.
შემთხვევა გუშინ მოხდა, აბაშის მერიაში განაცხადეს, რომ დაახლოებით 18:00 საათზე მდინარე რიონის სანაპიროზე მოთამაშე ოთხი არასრულწლოვანი მდინარემ გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, მეთევზეებმა სამის გადარჩენა მოახერხეს, მეოთხე ბიჭი კი, მდინარემ გაიტაცა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.