თითქმის ამოწურულია საწოლფონდის რაოდენობა ქვეყანაში. ყოველდღიურად საქართველოში ინფიცირების რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 3 803 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი - ასეთი ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11%-ს გადასცდა.
ამ ეტაპზე მძიმედ ფასდება 1 547 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 3 803 ახალი შემთხვევიდან რეგიონზე 598 მოდის. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 ფაქტი. სულ ქვეყანაში დღე-ღამეში ვირუსი 5 332 ადამიანმა დაამარცხა.