სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.