ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითმა ქალმა ტყუპები გააჩინა. ინფორმაციას კლინიკა თავად ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.
გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.
დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფოტო: კლინიკა "ბომონდი"