დღეიდან ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალი კოვიდ პაციენტების მართვის პროცესში ერთვება.
კლინიკა ჰიბრიდულ მოდელზე გადადის, სადაც კოვიდ დაავადებული პაციენტების მისაღებად ცალკე განყოფილება გაიხსნა. სრული ტექნიკური და ადამიანური რესურსით აღიჭურვა კოვიდ განყოფილება, რომელიც 38-თერაპიული საწოლზეა გათვლილი და აქ 2 რეანიმაციული საწოლი ექნებათ.
როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, გადამზადებულია ყველა მედპერსონალი.