თამარ გაბუნიას განცხადება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

19 აგვისტო 2021, 14:53 1744 ნახვა

სკოლებში სწავლის დაწყებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.  

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, სასწავლო პროცესის განახლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.  მისივე თქმით, დღეს რომ სკოლებში, სწავლა მიმდინარეობდეს, აუცილებლად შეწყვეტდნენ. 

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ასევე 12 წლის ზემოთ  მოზარდებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც,  თუმცა უწყებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან,  ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის რეკომენდაცია ჯერ არ მიუღია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი