ჩვენი გეგმის ნაწილია გავასამმაგოთ მოსავალი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახში სამჯერ მეტი შემოსავალი იყოს - ლევან დავითაშვილი

19 აგვისტო 2021, 12:55 853 ნახვა

დღეს გვაქვს შანსი, რომ გამორჩეული კულტურებით შევქმნათ დოვლათი ამ მხარეში”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურიაში განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ჩვენ გვჭირდება მეტი შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული მხარე, თითოეული მუნიციპალიტეტი იყოს უფრო წარმატებული 

„ჩვენ შევძელით, უმოკლეს დროში, 3-4 წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება; შევძელით ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა. ეს გამოწვევა არ დამთავრებულა და მომავალ წლებშიც მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ მოვახდინეთ ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფების გაძლიერება თხილის მწარმოებელ ასოციაციასთან ერთად. ფაქტობრივად, თითოეულ ოჯახში მივიტანეთ ცოდნა, მივიტანეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოსავლის გადარჩენა და მეტი შემოსავლის მიღება; თუმცა, დღეს მაინც შორს ვართ იმ ამოცანებისგან, რაც ჩვენ გვაქვს. დღეს ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 1ტ. მოსავალს 1 ჰა-ზე, რაც შეიძლება გასამმაგდეს. ეს არის ჩვენი გეგმის ნაწილი - მინიმუმ გავასამმაგოთ მოსავალი იმისათვის, რომ სამჯერ მეტი იყოს შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში”, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი