პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს 16 აგვისტოს სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ხდება პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა.
ანა ბუჩუკურის განცხადებას მმართველი გუნდი გამოეხმაურა. მათ აღნიშნეს , რომ პარტია ყურადღების მისაქცევად აკეთებს ასეთ განცხადებებს და ეს ინფორმაციები არის დაუდასტურებელი.