მაქსიმალურად ვეცდებით დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და საველე პირობებში არ გადავინაცვლოთ - ჯანდაცვის მინისტრი

18 აგვისტო 2021, 11:17 1199 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყააში ამის საჭიროება არ დგას. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან პაციენტების მართვა სამედიცინო დაწესებულებებში მოხდეს.

მინისტრი ამბობს, რომ საველე ჰოსპიტალში შესაძლებელია საშუალო და მძიმე პაციენტების მართვა. ადგილზე მოწყობილია ინტენსიური და რეანიმაციის ტიპის საწოლები.

„ამ ტერიტორიაზე მოთავსებული არის ორი ხუთ ტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც გავრცელდა არაერთი მედია შარჟი, თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და გარკვეულ რისკებს შეიცავენე, მაგრამ გადამოწმებულია ეს ინფორმაცია, არანაირ რისკს ამ ავზების მონტაჟი არ შეიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას, არიან სრულად გადამზადებული და მათ გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით.

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არა საველე პორობებში გადმოვინაცლოთ, არამედ დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალურად მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილი არ ყოფილა, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში