სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ

18 აგვისტო 2021, 10:33 1132 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ.

დღეს სამხედრო ექიმები შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.

''აცრამდე მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად გაესაუბრნენ. მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში. თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი