იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე - 1522-ზე უნდა დარეკონ.
სამინისტრო განმარტებით, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.