გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური ზონა შეიქმნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ფინანსთა მინისტრია ჩართული კონცეფციის შემუშავებაში. იქნება კაზინოები.
სასტუმროები- შეიქმნება ახალი ქალაქი. გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია დაახლოებით 300 ჰექტარია და მისი გასხვისება ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის დროს იგეგმებოდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნეს-ქალაქის გაშენებას წინა ხელისუფლებაც აპირებდა, თუმცა ამ დრომდე ცარიელია.