საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთში „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე განაცხადა.
ქვეყანაში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე ან ნომერზე 1505.
Pfizer-ით აცრა უკვე შეუძლიათ 16 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს.
AstraZeneca-თი აცრა შესაძლებელია 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
18 წელს ზემოთ პირებისთვის ასევე „სინოფარმი“ და „სინოვაკია“ ხელმისაწვდომი.