თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონები ქასთამონუ, სინოფი და ბართინი დააზარალა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნული რეგიონები სტიქიის ზონად გამოაცხადა.სტიქიის რეგიონებიდან ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.
დაახლოებით 300 დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხიდების ნგრევისა და გზის სავალი ნაწილების დაზიანების გამო შეჩერებულია საგზაო მოძრაობები.