ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. თამაზ კვაჭანტირაძე იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი.
ჟურნალის – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი; ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, "მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი .ავტორია წიგნებისა – "მსგავსებითი შედარება ქართულში“ , "ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ , "მოგზაურობა სასიტყვეთში“. იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.