საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების საზაფხულო კემპი დასრულდა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები უძღვებოდნენ. შეკრებაში მონაწილეობა ჯამში 25 - მა კალათბურთელმა მიიღო, გამოძახებული იყვნენ დებიუტანტებიც.
შეკრებაზე მყოფი კალათბურთელების უმრავლესობას გუნდში თაობათა ცვლის მიზნით, ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრებს წინ მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ჩემპიონატი ელოდება, რომელიც სტარტს მიმდინარე წლის ნოემბრიდან აიღებს.