კვლავ მძიმეა ეპიდვითარება ქვეყანაში. განახლებული სტატისტიკით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი ისევ 5 ათასს აჭარბებს. გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი,მათგან აჭარაში 4.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული 225 053 ადამიანია. უკვე მეორე დღეა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში იმყოფება.
ეკატერინე ტიკარაძე ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ეცნობა. მინისტრი ამჯერად ქედაში იმყოფება, სადაც ოჯახის ექიმებს ხვდება.